ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ კორძაია ელისაშვილ-მდინარაძის დაპირისპირებაზე - ვწუხვარ, რაც მოხდა იმის გამო, ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, ნამდვილად! არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას!

პირველ რიგში, ვწუხვარ, რაც მოხდა იმის გამო, ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, ნამდვილად! არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას! – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის განახლებისას განაცხადა, რითიც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძესთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.
მის განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებს ამ კომენტარის მიღება არ სჭირდებათ.
„ჩვენ არ გვჭირდება, ქალბატონო თამარ, თქვენგან ამის მიღება, შეგიძლიათ საზოგადოებას უთხრათ!“- განაცხადა ოხანაშვილმა.
კორძაია სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომლებმაც მას ფაქტის შეფასებისას სიტყვა გააწყვეტინეს.
„ჩემზე თავდასხმა ობიექტურია თქვენგან, ვინმესგან? თუ საკუთარ სახეს ავლენთ ყველა აქ? სახეს ავლენთ, ნამდვილად, იმიტომ, რომ ვამბობ, რომ მიუღებელი იყო, რაც მოხდა ამ დარბაზში“,- განაცხადა კორძაიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.