თამარ კეკენაძე – 120 ოჯახის ძალადობრივი გამოსახლება და მრავალშვილიანი ოჯახების 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში გამოყრა ქვეყნის სოციალური ტრაგედია – „ქართული ოცნება“, რომელიც ვერ და არ იცავს საკუთარ ხალხს, ვერ დაიცავს ვერც სახელმწიფო ინტერესებს

თვალჭრელიძის #1-ში, 120 ოჯახის ძალადობრივი გამოსახლება და მრავალშვილიანი ოჯახების 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში გამოყრა არის ჩვენი ქვეყნის სოციალური ტრაგედია და სახელმწიფოს უმოქმედობის პირდაპირი შედეგი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება იყო ღირსეული, სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი მოეძებნა თითოეული ოჯახისათვის.
„სამი თვეა, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ და ჩვენი გუნდი ვმუშაობთ ამ საკითხზე – არაერთხელ წერილობით მივმართეთ მერიას, ჩავატარეთ შეხვედრები მოსახლეობასთან, ვცადეთ მოლაპარაკება მეპატრონესთან. თუმცა, მერია არ ჩაერთო მედიაციაში, არც დიალოგში, არც გამოსავლის ძიებაში.
სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას როგორც კერძო მფლობელის უფლება, ისე – სოციალურად დაუცველი მოქალაქის ღირსება და ელემენტარული უსაფრთხოება.
ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ვერ და არ იცავს საკუთარ ხალხს, ვერ დაიცავს ვერც სახელმწიფო ინტერესებს. „ოცნებას“ აღარ აქვს რესურსი ხალხთან ლაპარაკის, მხოლოდ ძალადობრივად ურთიერთობს საკუთარ ხალხთან.
სახელმწიფოს ვალდებულება იყო ღირსეული, სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი მოეძებნა თითოეული ოჯახისათვის.
რადგან სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, ჩვენი გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული ოჯახისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებელი და სტაბილური მომავალი“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა