თამარ გაბუნიას განმარტებით, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ ერთიან რეესტრში რეპროდუქციის სერვისების მიმღებთა, დონორთა, გესტაციური სუროგატებისა და რეპროდუქციული უჯრედების შესახებ ინფორმაციები შევა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რა მიზანს ემსახურება რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაციის ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახვა.
როგორც გაბუნია განმარტავს, ეროვნულ რეესტრში შესული ინფორმაცია უნდა ეხებოდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების მიმღებს, დონორს, გესტაციურ სუროგატს და ასევე რეპროდუქციული უჯრედებს, აღნიშნული კი მისივე შეფასებით, შექმნის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას პაციენტის უსაფრთხოების გარანტიების და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის.
“2024 წლის იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ერთიანი ეროვნული რეესტრი. ერთიან ეროვნულ რეესტრში უნდა შევიდეს ინფორმაცია, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების მიმღების, დონორის, გესტაციური სუროგატის და ასევე რეპროდუქციული უჯრედების შესახებ.
ეს მარტივს გახდის მიკვლევადობას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შექმნის სამინისტროსთვის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას პაციენტის უსაფრთხოების გარანტიების და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის. ამ სერვისის ამოქმედება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ახალი მოდელის ჩამოყალიბებისთვის, რაც მომავალი წლიდან მეტად აქტიურად განხორციელდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ