ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ბაგრატიონი, ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩსთან ერთად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ესტუმრა

თამარ ბაგრატიონი, ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩსთან ერთად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ესტუმრა

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩსთან ერთად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ესტუმრა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა სტუმრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის „ოქროს ფონდი“ დაათვალიერებინა.
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფნისას სტუმრებმა არქეოლოგიური (ძვ.წ. III ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე) და შუა საუკუნეების საგანძური დაათვალიერეს. ამ გამოფენებზე წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის გამორჩეული არტეფაქტები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვირფასი ნივთები, რომლებიც ასახავს ქართული ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული კულტურის სიმდიდრესა და ისტორიულ მემკვიდრეობას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.