არქივი26 მარტი, 2026, 13:40
თამარ ბაგრატიონი: ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება... დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია

„დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს.
45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავის ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები.
დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა. მის კომენტარს სამთავრობო „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.