თამარ ბაგრატიონი კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად, საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად, საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჯამბაზები“ პარმის ოპერის თეატრის სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი ფარხადინ კარიმოვის დირიჟორობით.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი