ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თალიბანმა მკაცრად დაგმო საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ შეიარაღებული პირების თავდასხმა

ავღანეთის მმართველმა ისლამისტურმა დაჯგუფება თალიბანმა მკაცრად დაგმო 22 მარტს მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ შეიარაღებული პირების თავდასხმა, რომლის შედეგადაც, უკანასკნელი მონაცემებით, 115 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.
თალიბანის კონტროლქვეშ მყოფი ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უმკაცრესად გმობს მოსკოვში მომხდარ უკანასკნელ ტერორისტულ თავდასხმას,... რომლისთვისაც პასუხისმგებლობა იკისრა დაეშმა [ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ - რედ.] და ამას ყოველგვარი ადამიანური სტანდარტების უხეშ დარღვევად მიიჩნევს“, დაწერა სამინისტროს პრესსპიკერმა აბდულ ყაჰარ ბალხიმ სოცქსელ X-ში.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთში არაერთი თავდასხმა განახორციელა მას შემდეგ, რაც თალიბანი მოვიდა ხელისუფლებაში 2021 წელს. 21 მარტს „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა იკისრა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში, ბანკის მახლობლად განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც თალიბანის 19 წევრი ემსხვერპლა.
Reuters-ის ცნობით, მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.