თაკო ჩარკვიანი: რა ფრაზებს “ისვრით” ტყვიასავით და საკუთარ თავს და ქვეყანას ახვედრებთ, რა ხდება, რა გჭირთ?!

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
ყველას გასაგონად ვისაც ეხება !!!!!! “ფაშინიანმა მოიცილა ტრავმა ანუ “ის ტერიტორია” და გააგრძელა გზა” . ეს, ბოლო დროს მოსმენილი ფრაზა, უკიდეგანოდ, საზარლად მცდარი ფრაზაა, სრულიად არასწორი შედარებაა, რადგან ფაშინიანმა მოიცილა ის ტერიტორია, რომელიც არასოდეს იყო სიმხეთის – ა რ ა ს ო დ ე ს ! და ეს ყველაზე კარგად თავად ფაშინიანმაც და სომხეთის მოსახლეობამ იცის და იცოდა (ამიტომ იყო ეს ნაბიჯი სწორი და სომხეთისთვის გამართლებული და ჭკვიანური ნაბიჯი-მხოლოდ ამიტომ)
ხოლო აფხაზეთი, ჩვენი აფხაზეთი-საქართველო არის და იქნება მუდა , ძირძველი საქართველოა,
ამიტომ ასეთი შედარება და ამის გაცხადება ყოვლად დაუშვებელია, არ შეიძლება
მსგავსი, ძირშივე არასწორი ფრაზა მტერს გავაგონოთ და “დასაშვები” გახადოთ, ნებსით თუ უნებლიედ (ალბათ უნებლიედ) კატასტროფული შედარებაა და შეცდომაა, პოლიტიკურად ან მავნებლობაა (უნებლიედ წამოსროლილი) და შეცდომის არ აღიარება კი, კიდევ უფრო დიდი შეცდომა და მავნებლობაა, ოღონდ უკვე მიზანმიმართული.
ცოტა მეტი სიფრთხილით ისაუბრეთ, როცა საქართველოს სისხლჩაქცეულ მიწას ეხება, საქართველოს გული-ნაწილი ბრენდული ჭინჭი არ არის , ”მოიცილო” და გადააგდო და არც ახალი ბინაა, რომ გამოიცვალო …..
რა ფრაზებს “ისვრით” ტყვიასავით და საკუთარ თავს და ქვეყანას ახვედრებთ, რა ხდება, რა გჭირთ?!
ვახ……