თაკო ჩარკვიანი - მოღალატეობრივია განცხადება, თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი თავს დაგვესხა - ვინ უნდა გაასამართლონ - 500 ათასი ადამიანი?
მოღალატეობრივია განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი შემოგვივარდა და თავს დაგვესხა - პირადად ჩემთვის ამ ტიპის განცხადებებია ღალატი! - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.
როგორც ჩარკვიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საერთაშორისო დოკუმენტებში წერია, რომ რუსეთის მსხვერპლია საქართველო.
„ვინ უნდა გაასამართლონ - 500 ათასი ადამიანი? პარტია რა არის? - პარტია არის იდეოლოგია და ამომრჩეველი. 500 ათასს კაცს ასამართლებენ?! წარმოუდგენელია ამ ხელისუფლებისგან 12 წლის თავზე ამაზე საუბარია - საუბარი იმ ხელისუფლები მხრიდან, რომელმაც ქვეყანა 40 წლით უკან დახია", - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.