თაკო ჩარკვიანი: მომინდომეს აქ “ერთმანეთის” ვითომ გამოძიება ამ თავხედებმა !!!

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
გახარიას პარტიის წევრ ს. ხორგუანს მოვკარი თვალი და ყური ტვ ეთერში, კომისია გავაკეთოთ პარლამენტში და გამოვიძიოთ, რა ნივთიერება იყო გამოყენებულიო, დედას გეფიცებით მართლა ასე თქვა თვალთხარიას პარტიის წევრმა😄ანუ “თვალებისდამთხრელის “ -გახარიას პარტიამ კომისია შევქმნათ პარლამენტშიო, რომ თავიანთი თავი გამოიძიონო -პრაქტიკულად ასე 😂 , ეს იმ გახარიას პარტიის წევრმა მოითხოვა, თვალების დათხრის შემდეგ, რომ დააწინაურა ივანიშვილმა და თავადაც რომ სიამოვნებით დაწინაურდა პრემიერად, მანამდე აკრძალული დათვის ტყვიებით თვალები რომ დასთხარა პატრიოტებს “რუსი შავრაზმელი” გავრილოვის გამო. ჰო, აბა რა …😂ერთი “წულუკიანის კომისია” გამოადგა -“წაადგა” საქართველოს ომის დაწყებას რომ აბრალებდნენ კომისიაზე, სრულიად მსოფლიოს გასაგონად და პუტინის საამებლად და მეორე -თვალთხარიას ფეიკ კომისია აკლია ხელისუფლების გასაპრავებლად, გაქცეული გახარიას  “თვალისპაჭუნიღა” აკლია ამ თაღლითებისგან გაწვალებულ საქართველოს.
მე კი ვფიქრობ, რომ მართლა ერთი დიდი სახალხო “კომისია” არ აწყენდათ, არც “თვალთხარიებს” და არც “ოცნების ხელისუფლებას”, რომელიც არბევს, წამლავს (წიწაკა იქნება ეს თუ გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი გაზი-ნივთიერება ), არბევს, ურტყამს და თვალებს თხრის დათვის ტყვიებით და მერე გახარიას ანუ -“თვალებისდამთხრელი” ლიდერის ხელმძღვანელობით პარლამენტში შედის ვითომ ოპო პარტიაა, თან ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. (ეს ყველაფერი ერთად როგორ ხდება?? საინტერესოა !!!!)
ჰოდა, ამათ უნდა მოუწყოს ხალხმა (ხელისუფლებასაც და თვალთხარიასაც ერთად) ერთი დიდი სახალხო “კომისია”, აი ეს არის და იქნება საქმე!!!
მომინდომეს აქ “ერთმანეთის” ვითომ გამოძიება ამ თავხედებმა !!!!!!

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე