პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი:
ღარიბაშვილის მომხრეებს დღეს აღარ მოსწონთ კალაძე ანუ გუშინ მოსწონდათ,
აი “ქალთა გუნდი” მახსენდება განსაკუთრებით “ამხედრებულები”, აი სუხიშვილებს რომ ლანძღავდა ერთი (სტატუსი შემხვდა რამდენიმე თვის წინ), ვინმე – გვარად რუსუდან სტურუა მგონი (მგონი კი არა, ასეა) და კიდევ მეორე “მწვანე პიჯაკიანი” – ვინმე ირმა სანაძე, ასე მახსოვს ,აი “ისინი” ხომ გახსოვთ ერთ-ერთი – მცნებას და ცნებას ერთმანეთში რომ ურევდა პირდაპირ ტვ ეთერში, აი იქ იჯდა მათთან, იმ ქალის გვარი ნაღდად არ მახსოვს.
მოკლედ ახლა გაბრაზებულან კალაძეზე, რუსთაველზე რომ თხრი, რატომ არაფერს გვეკითხებიო, რომელი არქიტექტორი შენ ხარო (ვითომ მანამდე იყო, ან ვითომ მანამდე რამეს ეკითხებოდა, ან “ამ სასტავს”, ან ხალხს?!) 
მოკლედ ღარიბაშვილის “კარტელი” გაბრაზებულია ფეხბურთელ და “გამორჩეულად ზრდილობიან” კალაძეზე, “даже ” მეტყველებასაც კი უწუნებენ კაცო
, როგორც ჩანს ღარიბაშვილის მეტყველება უფრო მოსწონთ, ის უფრო ჩქარა -ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობსო!
ვახ, რას არ ნახავს კაცი
იუმორი ….იუმორი …გადაგვარჩენს….




