თაკო ჩარკვიანი: მანამდე ეკითხა ამ შათირიშვილს და ვეტყოდით, ვინმე აუხსნიდა, რომ რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი დიდი ხანია დანგრეულია საბედნიეროდ

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
ზ. შათირიშვილის ტექსტის მოკლე შინაარსი პუტინის მისამართით: სირიაში შენ ვერ ივარგეო, ვენესუელაში ვერაფერი ქენიო, ირანშიც ვერაფერიო, ჰოდა არ მომწონს “მაგი ამბავი” მეო, ანუ “მამენტ” ვერც მე მიშველიო.
ა, ეს იყო სულ. ჰოდა, მანამდე ეკითხა ამ შათირიშვილს და ვეტყოდით, ვინმე აუხსნიდა, რომ რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი დიდი ხანია დანგრეულია საბედნიეროდ.
გამიხარდა გულწრფელად (დედას გეფიცებით) შათირიშვილის ეს მიმართვა, რაც უფრო დროზე მიხვდება რუსულ “კაგებეშნიკურ ფეიკს” პუტინის უძლეველობის და მონოლითურობის შესახებ ნებისმიერი, უკეთესი იქნება.
კი ბატონო, იყო ერთ დროს რუსული იმპერია შემაძრწუნებლად ძლიერი, მაგრამ არა ახლა, ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს ამ “გახრწნილ ძირგამომპალ იმპერიას” და ეს გამოსაყენებელია საჩვენოდ -საქართველოსთვის!
აფხაზეთი საქართველოა, ეს არ დაგავიწყდეს ბიჭო!
სამაჩაბლო საქართველოა, ეს არ დაგავიწყდეს გოგო!
ეს არ დაგავიწყდეს კაცო!
ეს არ დაგავიწყდეს (როგორც დიდი ილია იტყოდა) დედაკაცო !
ეს არ დაგავიწყდეს საქართველოვ!

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე