: მამუკას გასვენების დროს, “იმისტების და ამისტების” ერთმანეთში შერეული ცრემლი ვნახე, უთუოდ ნაღდი და ნამდვილი

ძვირფასო ადამიანებო🙏მეგობრებო, ნაცნობებო, შორეულებო, ახლობლებო, თითოეული კომენტარი ვნახე, ცრემლიანი სიტყვა, დატირება… მანამდე შემთხვევით არ გთხოვეთ დახმარება, თქვენი ენერგეტიკის მჯერა და მამუკას მიეშველეთ თქო (ასეც მოხდა, ერთი პირი მოიხედა კიდეც სამი კვირით) გთხოვდით, რადგან სულ ვგრძნობდი დადებით ენერგიას თქვენგან. მე მჯერა კოსმოსური ენერგეტიკის, რომელიც ატრიალებს დედამიწას, მიზიდულობის ძალის, რომელიც დადებითიც არის და უარყოფითიც – სიძულვილიც არის და სიყვარულიც, იმ დღეს მხოლოდ სიყვარული იყო, თითოეული სიტყვისთვის დიდი მადლობა, უცხო იქნება ეს თუ ნაცნობი, ციხიდან გამოგზავნილი წერილი იქნება პოლიტპატიმრის ეს თუ ემიგრაციიდან მეგობრის თუ არამეგობრის, ვივამედიდან გამოგზავნილი იქნება პოლიტპატიმრის ეს თუ, ქაშუეთში და სახლში მოსული პოლიტ ოპონენტებისა, ჩემს ტელეფონზე შემოსული სამძიმრის ზარები, არც ერთი ზარი არ გამკვირვებია, არც ოპონენტებისა, რადგან ვგრძნობდი, რომ ზიზღი და სიძულვილი, არც მე მქონია ოპონენტის მიმართ და ალბათ იგივე გიბრუნდება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მამუკას გასვენების დროს, “იმისტების და ამისტების” ერთმანეთში შერეული ცრემლი ვნახე, უთუოდ ნაღდი და ნამდვილი.
წამიერი სინამდვილე, შეიძლება, მაგრამ ნაღდი.
ჰოდა, როგორც ჯანსუღი იტყოდა “წამია წუთისოფელი” და…..
“ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო,
ფრთხილად ოღონდაც,
ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,
რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა
და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი!”
მტრის ჯინაზე გაერთიანებულ საქართველოს მინდა, რომ ღმერთმა გაუმარჯოს!
მტერი კი ერთადერთია, სადაოც კი არ არის, უხერხულიც კია ამაზე დავა, რომ ეს მტერი- საქართველოს ოკუპანტი რუსეთია.
მამუკას სიტყვებით დავასრულებ, ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან ინტერვიუში ამბობს: ”ჯოჯოხეთშიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს საქართველოო”.
აბა რა ….. ასე იქნება….ჩვენს პატარა ლამაზ სამოთხეს, გაერთიანებულ საქართველოს გაუმარჯვე ღმერთო!

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!