პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
როგორ არ ვთქვა?!
გუშინ მაკრონის სიმღერას ვუყურე, შარლ აზნავურის სიმღერას მღეროდა, სომხეთის პრეზიდენტი პაშინიანი თანხლებას უწევდა “დასარტყამით”, მთელი მსოფლიოს ლიდერები ერევანში იყვნენ (ღმერთმა ხელი მოუმართოთ) ჰოდა, ახლა ვფიქრობ: სომხეთის პრეზიდენტმა პაშინიანმა ტერიტორია დათმოო ზოგიერთი გაჰკიოდა, მაშინვე ვთქვი ტვ ეთერით და ახლა გავიმეორებ, პაშინიანმა დათმო ტერიტორია, რომელიც ზუსტად იცოდა რომ მისი -სომხეთის არასოდეს ყოფილა და ეს ზუსტად იცოდა, ასე რომ დასათმობიც არაფერი ჰქონდა, კაცს -პაშინიანს არც შავი ზღვა აქვს, არც ნავთობ-სადენი, არც ნავთობი, საერთოდ არაფერი და მოახერხა და ღიმილ-ღიმილში და “გულების “გამოგზავნაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ტიპმა ივაჭრა ტერიტორიით, რომელიც მისი არასოდეს ყოფილა, ა საღოლ ძმაო…..
ივაჭრა (კარგი გაგებით ვამბობ ანუ პოლიტიკურად სათავისოდ, თავისი ქვეყნისთვის სწორად) ივაჭრა ზანგეზურით, რომელიც პირდაპირ ირანის მეზობლად გადის და არანაკლებ სახიფათოა ევროპისთვის, ვიდრე რუსეთი და მაინც მოახერხა რომ სომხეთის ყურადღება მსოფლიომ მიიპყრო.
ჩვენ რა მივიღეთ??
ერევანში არასწორად წარიმართა პოლიტიკა და ბობმები ცვივა თუ რა?! ომი დაიწყო რუსეთმა სომხეთში? თუ გასარისკი არ ჰქონდა პაშინიანს?? მაგრამ ჭკვიანურად და ვაჟკაცურად მოიქცა ფაქტია.
ყველა ჩვენი პრეზიდენტის დროს (ვიმეორებ) საქართველოს სამივე პრეზიდენტის დროს და სამივეს თავისი დადებითი პოლიტიკური როლი ჰქონდა კავკასიისთვის და საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო ამიერკავკასიაში.
“მშვიდობა მშვიდობა, აბა ომი გინდაო?! მშვიდობის გამო ვართ გართხმულები და ყველაფერს ამიტომ ვუთმობთო და ეს დიპლომატიური ნაბიჯებიაო”… და ამ “დიპლომატიური მშვიდობის” სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ ახლა 2026 წლის 9 მაისს, აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით ჩადის მოსკოვში პუტინთან “პარადის” მისაღებად, ბოლომდე გადაგვიარეს თავზე!!!!
ვაი საქართველოვ!!!!! არ მინდა დავიჯერო და იმედს ვიტოვებ, რომ დამარცხებული, წაგებული, ტერორისტული ქვეყნის და წაგებული პუტინის რუსეთის “უკანალში ” არ აღმოვჩნდებით!




