ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თაკო ჩარკვიანი: აი გრამატიკის ასახსნელადაც გამოგვადგნენ, მთელი საქართველო ამათ სახელს "აბრუნებს" - ყველა ბრუნვაში. მაინც კარგია, რაღაცაში ხომ "გამოადგნენ "ქვეყანას

თაკო ჩარკვიანი: აი გრამატიკის ასახსნელადაც გამოგვადგნენ, მთელი საქართველო ამათ სახელს "აბრუნებს" - ყველა ბრუნვაში. მაინც კარგია, რაღაცაში ხომ "გამოადგნენ "ქვეყანას
თაკო ჩარკვიანი:
ეს მათ, ვინც ჩაქუჩს ძალადობისთვის იყენებს და შემდეგ წერს:
“ვურტყავ ჩაქუჩს”, არა, ასე არ არის სწორი, არამედ -ვურტყამ, (ვ )არა, არამედ (მ )
მაგალითად ასე უნდა ეთქვა: “ვურტყამ ჩაქუჩს”,
ვურტყამ -ეს არის ზმნა.
ქართული ენა მდიდარია, ელასტიური ზმნა აქვს, აი მაგალითად “კვლავ მოვალ და ჩაქუჩს ჩაგარტყამ, ან ჩაარტყამს ჩაქუჩს ის მას.
ჰო, კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ
ზმნა ელასტიურია და ბრუნავს,
ბრუნვის დროს მოქმედებაშია, მოძრაობაშია -იუღლება.
ქართულში საკუთარი სახელიც კარგად ბრუნავს, ასე მაგალითად :
სალომემ ლიკას ჩაქუჩი ჩაარტყა და საერთოდ ირტყმევინება, ასეც შეიძლება-რთულია, მაგრამ ელასტიურია.
მოკლედ რა… მდიდარი და ელასტიური ზმნით “მოძრაობენ გოგონები”.
აი გრამატიკის ასახსნელადაც გამოგვადგნენ, მთელი საქართველო ამათ სახელს "აბრუნებს" - ყველა ბრუნვაში.
მაინც კარგია, რაღაცაში ხომ "გამოადგნენ "ქვეყანას
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.