ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თათრეთში ბაზირებული ბატალიონი „ალგა“ უარყოფს უკრაინაში პირადი შემადგენლობის სრულ განადგურებას

თათრეთში ბაზირებული ბატალიონის, „ალგის“ ხელმძღვანელობა უარყოფს უკრაინაში პირადი შემადგენლობის სრულ განადგურებას.
„იდელ. რეალიის“ ცნობით, ბატალიონის შესაბამისი ვიდეომიმართვა ქვედანაყოფის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ბატალიონის სრულ განადგურებაზე გავრცელებული ჭორების შესახებ... ჩვენი ბატალიონი წარმატებით ახორციელებს საბრძოლო ამოცანებს", - აცხადებს ანონიმი ჯარისკაცი ქვედანაყოფის სახელით გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თანამებრძოლები დაკარგეს.
გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ბატალიონი „ალგა“ ბახმუტთან გაანადგურეს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თათრეთის მთავრობამ ადგილობრივებისგან შექმნა ორი ბატალიონი: „ალგა“ და „ტიმერი“. ადგილობრივი მედიის ცნობით, თათრეთის ოფიციალურმა პირებმა "მოხალისეები" ძირითადად ფულით გადაიბირეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.