თათია ნიკოლაშვილი – სიტყვის გამო არის დაკავებული და ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, 4 ოქტომბერს რუსთაველზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ

ლევან ხაბეიშვილი სიტყვის გამო არის დაკავებული და ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა. 4 ოქტომბერს რუსთაველზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა, ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბესო ქათამაძესთან ერთად ჩოხატაურში 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგა.
თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, “ლევან ხაბეიშვილის მშობლიურ ჩოხატაურში, ნამდვილად ის განწყობებია, რომელიც მთელ საქართველოშია.
„13 წლის მანძილზე ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი, ქართველ ხალხთან და ლევან ხაბეიშვილთან, მისი დაჭერით. სიტყვის გამო არის ეს ადამიანი დაკავებული და ახლა არის ჯერი ქართველ ხალხზე, ერთად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი რუსთაველზე და ერთად უნდა გავიმარჯვოთ, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გელოდებით ყველას, მთელი საქართველოდან”, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა
ბესო ქათამაძის განცხადებით, ხალხში ცვლილებების ძალაა.
„მოვიარეთ ჩოხატაური, ხალხში არის ნამდვილი ცვლილებების ძალა, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, ერთი ფულიანი მოხუცი კაცი, დაინახავს და იგრძნობს, ქართველი ხალხის, გამოღვიძებული ადამიანების ერთ მუშტად შეკრულ ნამდვილ ძალას, რათა გაუშვას ეს ერთი, კრიმინალში, კორუფციაში ჩაფლული, რუსი კაცი იქ საიდანაც მოვიდა. საქართველოს გამარჯვებისთვის 4 ოქტომბერს ველოდებით ყველას რუსთაველზე”, – განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა