თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს – ლაშხის საჩივარი

აქტივისტ თათია აფრიამაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოს მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა.
ადვოკატი ფიქრია მახარაძე „პუბლიკასთან“ ამბობდა, რომ ოქმში სავარაუდო სამართალდარღვევად მითითებული იყო ფრაზები: „არა რუსულ მონობას“, „ძირს რუსეთის მონები“.
დღეს მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ლიკა ლორთქიფანიძესაც, ხოლო მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა.
ორი აქტივისტის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ერთის მიმართ – ჯარიმის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.