ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური სიტყვისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისთვის ციხეში გაშვების ბანალიზება ხდება - ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას

თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური სიტყვისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისთვის ციხეში გაშვების ბანალიზება ხდება - ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას

„ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური სიტყვისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისთვის ციხეში გაშვების ბანალიზება ხდება - ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუაშვილმა დღეს პოლიტიკოსების დაკავებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი მალე დასრულდება, თუ საქართველოს ყველა მოქალაქე დაირაზმება.
„თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური სიტყვისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისთვის ციხეში გაშვების ბანალიზება ხდება.
ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას.
აბსოლუტურად ყველას, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ამ ფორმით შეუძლებელია გააჩერონ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის. სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს ისევე როგორც ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს. სოლიდარობა იმ ახალგაზრდა აქტივისტ გოგოს, რომელიც აგრეთვე პოლიტიკური დემონსტრაციული სამაგალითო მიზნით არის დაკავებული. ყველაფერი მალე დასრულდება თუ საქართველოს ყველა მოქალაქე დავირაზმებით და აბსოლუტურად ყველა ბრძოლის ველს გამოვიყენებთ, რათა ამ ქვეყანას მოვაშოროთ რეჟიმი, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხის არამედ რუსეთის ინტერესებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.