ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თაზო დათუნაშვილი „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციაზე - კომენტარს არ ვაკეთებ

„კომენტარს არ ვაკეთებ“, - ასე პასუხობს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიიდან წასვლის შესახებ.
დათუნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, უნდა იყოს თუ არა მისი პოზიცია აღქმული, როგორც „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება.
თავის მხრივ, „ლელოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დათუნაშვილს პარტიის, მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების თაობაზე მათთვის არ მიუმართავს.
ცნობისთვის, დათუნაშვილის მიერ „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.