თაზო დათუნაშვილი – გაეროში უსმენდნენ კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც, ეს არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იზოლაციაში

დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი, ჩვეულებრივი ვიზიტი რაღაც დიდ პოლიტიკურ მოვლენად , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება.

დათუნაშვილის თქმით, გაერო არის ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერს ეთქმის სიტყვა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას „დიდი პროპაგანდისტული მანქანა აქვს ამუშავებული“.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ ფაქტთან ამგვარი დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ „ქართლი ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო აღიარებას სწორედ დასავლეთისგან ელოდება.

„გაეროში უსმენდნენ მუამარ კადაფსაც, გაეროში უსმენდნენ ბაშარ ალ-ასადსაც, გაერო არის ის ორგანიზაცია, სადაც ყველას სიტყვა ეთქმის, როდესაც იქ ჩადის. ეს არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იზოლაციაში. ძალიან უბადრუკად გამოიყურება ხელისუფლება, რომელიც მთელ მანქანას ამუშავებს ხოლმე ყველა ჯერზე, როცა კოსმოსზე და უცხოპლანეტელებზე სალაპარაკოდ წავა ან გაეროს ასამბლეის მორიგ სესიას დაესწრება ხოლმე ან რაიმე მსგავს მოვლენაში იღებს მონაწილეობას.

საქართველო არის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იმიტომ, რომ მას მართავს 90-იანებიდან გადმომხტარი რუსი ოლიგარქი და მართავს ბანდიტური მეთოდებით. საქართველო გახდა ბანდიტური სახელმწიფო. მანამდე იქნება საქართველო იზოლირებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სანამ ეს ვითარება არის. ხოლო არა პარტნიორები, ვისაც საქართველოს ბედი არ ადარდებთ, რომლებიც, მაგალითად, ე.წ. არჩევნებს არ გმობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მათზე ამბობენ, ჩვენი მეგობრები არიანო.

სინამდვილეში, გაერო-ში ჩანს ყველაზე კარგად, რომ ივანიშვილი მიილტვის საერთაშორისო აღიარებისკენ დასავლეთში და არა თეირანსა და პეკინში“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული

ლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიწყო – დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ორგანიზებით ტარდება