ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თავის აწევას და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს" - "ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა კვარაზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟერმან დენისმა Sport Italia-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"პარტენოპეის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ქართველი ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს.
"ჩემი აზრით, "კვარა" ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. რამდენჯერმე შეეძლო, რომ პასი თანაგუნდელებისთვის მიეცა, თუმცა თამაში თავის თავზე აიღო. მაგარი ბიჭია, მაგრამ თავის აწევასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს. მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს", - განაცხადა დენისმა.
შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი "ნაპოლის" ღირსებას 2008/2010 წლებში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჟერმანმა "პარტენოპეის" რიგებში 63 მატჩი გამართა, თავი
კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.