ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

უზენაეს სასამართლოსთან "თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მათი მთავარი მოთხოვნაა.
შეკრებილებს ადგილზე მოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერი.
„თავისუფლების მოედანი” მოუწოდებს თანამოაზრეებს, ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბონ.
სასამართლოსთან აქციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე 99 დღეა მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.