„თავისუფლების მოედანი“: „ მოლაპარაკებებში ჩვენი ნდობით სარგებლობს“

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, „თავისუფლების მოედანი“ განცხადებას ავრცელებს მათი კოალიციისა და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაზე.
პარტია აცხადებს, რომ „ მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს“.
„თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები სამი დღე მიდიოდა, თუმცა საბოლოო ჯამში წარუმატებლად დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”