“თავისუფლების მოედანი” არ ეთანხმება “ლელოს” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” ეხმაურება “ლელო – ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირბით და აცხადებს, რომ არ ეთანხმება მას.
“არ ვეთანხმებით “ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას “არჩევნებში” მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია.
ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ – ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის “ქართული ოცნებაა”.
“თავისუფლების მოედანი” ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე და ჩვენს რესურსებს სწორედ ამისაკენ მივმართავთ”, – აცხადებს “თავისუფლების მოედანი”.
კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველომ” დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შემსახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ “ლელოს” ოფიში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნები არაის დე-ფაქტო ბრძოლა, დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ და საზოგადოების ერთობის შემთხვევაში, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო