ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზემი და წყლის ჭავლის მანქანები განლაგდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზემი განლაგდა. ისინი მზადყოფნაში არიან, რომ საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრან.
ამასთან, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 22:00 საათიდან მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს. როგორც ცნობილია, 13 მაისს, 09:00 საათზე პარალმენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.