თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალებია განლაგებული, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების სანახავად მისული მოქალაქეები იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალებია განლაგებული მოქალაქეები იკრიბებიან.
მათი განცხადებით, ტერიტორიაზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიების სანახავად არიან მისულები.
ისინი ჯერჯერობით თავისუფლების მოედანზე რჩებიან, თუმცა აცხადებენ, რომ როდესაც ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი დაიწყება პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საპოლიციო ძალები განლაგდნენ. კერძოდ, პოლიციის დანაყოფები განლაგებულები არიან უშუალოდ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ და მის მოპირდაპირედ, რუსთაველის გამზირზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში