ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის, სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.
"ჰიმნი შეგვესრულებინოს ყოველთვის გამარჯვებისთვის და გამარჯვების შემდეგ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ჰიმნი აქცია-კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად შეასრულა.
ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები აქვთ.
მარშის შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტი თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.