ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თავისუფლების მოედანზე" დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თბილისში გალაკონცერტით აღინიშნება

"თავისუფლების მოედანზე" დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება, თუმცა მანამდე საზეიმო განწყობა რეგიონებშიც იგრძნობა. საქართველოს ქალაქებში კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ. გამოფენილია საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ზუგდიდის მერიის წინ მდებარე მოედანზე გამოფენილია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის დროშა. სამეგრელოდან თბილისისკენ კოლონა უკვე დაიძრა. საერთო სახალხო ზეიმზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი ემსახურებათ.
სამეგრელოსთან ერთად სამზადისია იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლშიც. დროშები გამოფინეს გორის ციხეზე და ავტობანის გორის მონაკვეთზე არსებულ გვირაბთანაც. ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდანაც უერთდებიან. მოქალაქეების ნაწილი თბილისში უკვე გაემგზავრა. მათი თქმით, უერთდებიან საყოველთაო ზეიმს, რადგან ევროპა არის ქვეყნის არჩევანი და მიდიან, ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად. დილიდან გამოიფინა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გურიაშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.