თავისუფლების მეტროსთან პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს – არსებული ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი

თავისუფლების მეტროსთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
მამაკაცის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის აქციიდან მეგობართან ერთად ბრუნდებოდა. პოლიციამ ორივე მათგანი ჩხრეკის მიზნით გააჩერა, საბუთები მოსთხოვა, ორწუთიანი გასაუბრების შემდეგ მანქანაში ჩასვა, რომელმაც ტერიტორია დატოვა.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” დაკავებულის მეგობარმა განაცხადა, უცნობია, რა მიზეზით დააკავეს მისი მეგობარი.
თავისუფლების მეტროსთან პოლიცია მოქალაქეების ჩხრეკას ამ წუთებშიც ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების