არქივი9 აპრილი, 2026, 18:20
“თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – გერმანიის ელჩი
10
ფოტო – mo se
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და აქციის მონაწილეებს მიესალმა.
“1989 წლის 9 აპრილს აქ მომხდარი მოვლენა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ეს დღე აკავშირებს საქართველოს, გერმანიასა და მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწყურიათ. თუ დღეს მსოფლიოს გარშემო მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – თქვა გერმანიის ელჩმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.