“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ცეცხლი ოლიგარქიას!” – ამ მოწოდებებით ფილარმონიასთან მოქალაქეები ნიღბების აკრძალვას აპროტესტებენ – გაიმართება მსვლელობაც

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ცეცხლი ოლიგარქიას!” – ამ მოწოდებებით ფილარმონიასთან მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილს ე.წ. „ბალაკლავა“ უკეთია, რითაც, მათივე განმარტებით, პროტესტს და დაუმორჩილებლობას გამოხატავენ იმ კანონის მიმართ, რომელიც “ბალაკლავას” ტარებას კრძალავს.
პროტესტის მონაწილეებს უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ დემონსტრაციულად ფოიერვერკიც ისროლეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ფილარმონიიდან მსვლელობით გაემართებიან პარლამენტთან და იქ მომდინარე აქციას შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი – რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები – ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას