არქივი24 ივნისი, 2024, 10:08
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვარშავაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.
ომარ გაზაშვილი (61 კგ) ჩემპიონი გახდა, გიორგი სულავა (86 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო თამაზ სულამანიძე (61 კგ), გიორგი შონია (65 კგ) და ოთარ ადეიშვილი (79 კგ) – ბრინჯაოს.
გუნდი პოლონეთში მწვრთნელებმა ზურაბ ჭიღლაძემ და თემურ მინდიაშვილმა ჩაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.