ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა

თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქვიშის რაგბის ტურნირი ჩატარდა. რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და ვეტერანებით დაკომპლექტებული ექვსი გუნდი იღებდა.
ტურნირში გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა. მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ქვეითი ბრიგადა მესამე ადგილს დასჯერდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა.
თავდაცვის ძალებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირები აქტიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.