თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ