ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, დაკავების დროს სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, დაკავების დროს სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, დაკავების დროს სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა. მისი საცხოვრებელი მისამართზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
"TV პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ ბურჭულაძეს ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. როგორ მიიღო დაზიანება, მისი ოჯახი არ აზუსტებს.
ექს-მინისტრის ადვოკატის განცხადებით, ბურჭულაძე სახლში გადაადგილებისას წაიქცა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება და ჰქონდა წოლითი რეჟიმი. ამჟამად ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა.
ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.