თავდაცვის სამინისტრო – თავდაცვის ძალების მეთაურმა -ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი -ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი რიჩარდ ვილსონი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.
გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-მაიორ რიჩარდ ვილსონს აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო პროგრამას – „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხს.
„აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციას, რომელიც თბილისში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 30-წლიანი თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება, ასევე უმასპინძლა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ; შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ამერიკული მხარე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებსაც ესტუმრა.
დღესვე, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსა და ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირის დაჯილდოებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს