თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს

თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრედ ნიკოლსონი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა უმასპინძლეს.
შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ გენერალს აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმდინარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში სარდლობის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია