თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი დაესწრნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ძლიერი საქართველო“ – ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს – ივანიშვილის რეჟიმის განცხადებები აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას

რომან გოცირიძე: აფხაზეთში მთავრობის დავალებით საწვავი უმსხვილესმა ქართულმა ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ, “რეპსოლმა” შეიტანა, რომელიც ასევე ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელ “კონექტს” (ვიდეო)