პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა

თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა

თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა
თავდაცვის მინისტრი, ვიცე პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-
აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა. მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თურქეთის
შეიარაღებულ ძალებს და თურქ მოძმე ხალხს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.