ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაცია იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომიტეტის წევრებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
„მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.