თავდაცვის მინისტრი ჩინეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საუბარი ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებსა და უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ჩინეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე, თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.