პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის მინისტრი - ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობას, რაც ფრონტის ხაზზეა, უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია რეგიონში მშვიდობა იყოს - უკრაინელ ძმებს და დებს ვუსურვებთ, ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იყოს

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია რეგიონში მშვიდობა იყოს - უკრაინელ ძმებს და დებს ვუსურვებთ, რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იყოს,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყურადღებით აკვირდებიან იმ მდგომარეობას, რაც ფრონტის ხაზზეა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მდგომარეობას, რაც ფრონტის ხაზზეა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია რეგიონში მშვიდობა იყოს. რა თქმა უნდა, უკრაინელ ძმებს და დებს ვუსურვებთ, რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იყოს“,- აღნიშნა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.