ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.