ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა პაველ ჰერჩინსკის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რაც მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის შედეგია.
მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.