თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სასწავლო პროცესს დაესწრო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მომავალი სამხედროები საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში ტაქტიკურ გადაადგილებაში, საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სხვა დისციპლინებში მზადდებიან.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საინფორმაციო ბრიფინგი მოისმინა, ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და ქვედანაყოფის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
ახალქალაქის სამხედრო ნაწილში ირაკლი ჩიქოვანი „ჯარის ბანაკის“ მოსწავლეებსაც შეხვდა, რომლებიც მათზე მორგებული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას სწავლობენ. დღეს „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს მეცადინეობები პირველად სამედიცინო დახმარებასა და საინჟინრო მომზადებაში ჩაუტარდათ. დღესვე თავდაცვის მინისტრმა „ჯარის ბანაკის“ ბავშვებთან ერთად ისადილა და მათგან პირადად მოისმინა ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ