თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც სარაევოში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა SEDM-ის მნიშვნელობაზე, ორგანიზაციის პროექტებსა და ინიციატივებში საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე.
ერთობლივ განცხადებაში ცალკე საკითხად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. პაატა პატიაშვილი თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ხორვატიისა და ალბანეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეებს შეხვდა. კოლეგებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო პერსპექტივებზე.
თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება ყოველწლიურად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს, ტირანაში (ალბანეთი) და აერთიანებს 16 ქვეყანას: საქართველო, აშშ, იტალია, თურქეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვენია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა