ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდაცვის კუთხით რაიმეს შემცირება აშშ–საც დააზიანებს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
თავდაცვას რაც შეეხება, თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც გაღრმავებაც. აქ მკაფიოდ ვიტყვი ერთ რამეს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ამერიკული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად, ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.