„თავდაცვის კოდექსში” შესატანი ცვლილებები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „თავდაცვის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები და შესწორებები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.
„როგორც მომხსენებელმა საკითხის განხილვისას განმარტა, ცვლილებების პროექტი დისტანციურ სწავლებაზე მყოფ სტუდენტებისთვის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ მიდგომას, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით სასამართლოში გასაჩივრების ვადების დაჩქარებას, სამხედრო სამსახურში მყოფ წვევამდელის შვილის შეძენის შემთხვევაში სამსახურის გაგრძელების საკითხებს და მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების პროცედურებს არეგულირებს.
კომიტეტის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში” შესატან ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭრეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”