პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, აქტიური რეზერვის პირობები იცვლება

„თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, აქტიური რეზერვის პირობები იცვლება. ამასთან, პირს აქტიურ რეზერვში სამსახურის შემდგომ, მიუხედავად იმისა, დაარღვია თუ არა კონტრაქტი, სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება შეუნარჩუნდება.
წოდებრივი დაწინაურების პროცესის განსაზღვრისას ცვლილებებია ვადებთან დაკავშრებით. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა დგინდება: - უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი; სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი; კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი; მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი; ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი.
“თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.